რეზონანსი
07.06.2017

 (რეზონანსი) „ABC news" -ის ინფორმაციით, ვატიკანში პედოფილ მღვდლებს სანქციები შეუმცირეს.

პაპი ფრანცისკეს განცხადებით, ეკლესია გულმოწყალე უნდა იყოს ისეთი დამნაშავეების მიმართაც კი, როგორებიც პედოფილები არიან. როგორც წესი, ასეთ მღვდლებს ეკრძალებათ წირვა-ლოცვების ჩატარება და სხვა საღვთო საქმიანობა. მათ სასჯელის სახით მთელი სიცოცხლე ლოცვა ევალებათ.

რომის პაპის გადაწყვეტილება შეეხო იტალიელ მღვდელსაც, რომელიც სასამართლომ 12 წლის მოზარდებთან სექსუალური ხასიათის დანაშაულის გამო გაასამართლა. ამ საქმეში ახალი მტკიცებულებების გაჩენის გამო, იტალიელ მღვდელს ხელმეორედ ელის სასამართლო პროცესი.

ვატიკანში აცხადებენ, რომ პაპის მიერ შეწყალებული სასულიერო პირები არ წარმოადგენენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვებისთვის საშიშროებას და მათ სიცოცხლეს არ აყენებენ რისკის ქვეშ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×