რეზონანსი
07.06.2017

 (რეზონანსი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებიც საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, უკვე გაათავისუფლეს.

დუშეთის რაიონის, სოფელ გრემისხევში, ბურღულთან ახლოს საქართველოს ოთხი მოქალაქე იყო დაკავებული. ნუკრი თვაურს, აკაკი პაპუკაშვილს, ზაურ გიგაურს და ზურაბ გედევანიშვილს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება" ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ე.წ. მესაზღვრეებმა საკუპაციო ხაზის სიახლოვეს 17 მოქალაქე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×