რეზონანსი
07.06.2017

 (რეზონანსი) მონტენეგროს პრემიერმა, დუშკო მარკოვიჩმა „Bild"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა მონტენეგრო ალიანსის წევრი არ გამხდარიყო.

„რუსეთმა ყველაფერი შესაძლებელი გააკეთა, ფინანსურად, სპეცსამსახურების კუთხით, რათა ხელი შეეშალა მონტენეგროსთვის ნატოს წევრი გამხდარიყო. საბოლოო მიზანი ტერორისტული თავდასხმის განხორციელება იყო - სახელმწიფო გადატრიალება, რათა მონტენეგრო შემობრუნებულიყო და ხელისუფლება ძალის გამოყენებით ყოფილიყო აღებული. მაგრამ, როგორც ხედავთ, ჩვენ გადავლახეთ ეს", - განაცხადა

მარკოვიჩმა.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა და პოლიტიკურ სისტემებზე გავლენის მოხდენა.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მონტენეგროს საკითხებში ჩარევა. რუსეთის საქმე არ არის მონტენეგროს მოქალაქეების ნების განსაზღვრა. დემოკრატიული ქვეყნები ასე არ იქცევიან. ეს არადემოკრატიული სისტემებისთვისაა დამახასიათებელი", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×