რეზონანსი
08.06.2017

 (რეზონანსი) ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება.პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.

დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან. სპეცოპერაციისას 15 ქართველთან ერთად, რუსული კრიმინალური სინდიკატის კიდევ 18 წევრი დააკავეს.

„ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მიერ ჩადენილი დანაშაულები მოიცავს: მკვლელობას, ძარცვას, ჰაკერულ შეტევებს კაზინოს აპარატებზე", - განაცხადა მანჰეტენის პროკურორმა, ჯუნ კიმმა.

ბრალდების ოქმში მითითებულია, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა რაჟდენ შულაიას უშუალო მითითებით და „კანონიერი ქურდი" თავის სტატუსს, დაბალი რგოლის კრიმინალებს შორის დავების გადასაჭრელად იყენებდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×