რეზონანსი
08.06.2017

 (რეზონანსი) გუშინ მიწისძვრის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში, ერთი საცხოვრებელი სახლი მსუბუქად დაზიანდა. ძლიერი ბიძგების გამო, ვარსემაშვილების სახლს ბზარი გაუჩნდა, თუმცა ოჯახის წევრები არ დაშავებულან. სტიქიის ეპიცენტრში გვიან ღამით კახეთის გუბერნატორიც ჩავიდა.

საქართველოში ღამით, 22:25 საათზე, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 5,1 მაგნიტუდა იყო, სიღრმემ კი 30 კმ-დე მიაღწია. სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში, დედოფლისწყაროს დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ გამარჯვებიდან კი 18 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე იყო. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

ადგილობრივების თქმით, ბიძგები ნახევარ წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა, თუმცა სოფელში მიწისძვრას ინფრასტრუქტურული ზარალი არ მოჰყოლია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის გამო გამოძახებები არ ყოფილა. სეისმოლოგიურ ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისძვრა შეიძლება კიდევ განმეორდეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×