რეზონანსი
08.06.2017

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურს გიორგი ლაფერაშვილი აღარ უხელმძღვანელებს, რადგან მის თანამდებობაზე ჟურნალისტი ნოდარ მელაძე დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ლაფერაშვილი არხზე მუშაობას აგრძელებს.

„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ფინანსური კრიზისის გამო, ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, თუ სექტემბრამდე ამ კრიზისს ვერ მოაგვარებს, არხს დატოვებს.

გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა შესაძლოა ტელეკომპანია უახლოეს დღეებში დატოვოს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა,რომ მან „ნაციონალური მოძრაობისგან" თბილისის მერობის კანდიდატობაზე შეთავაზება მიიღო.

ზაალ უდუმაშვილი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა ადასტურებს, რომ მან „ნაციონალური მოძრაობისგან" შეთავაზება მიიღო. მისი თქმით, კიევში მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებსაც შეხვდა.

„ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ ოფიციალურად" , - ამბობს უდუმაშვილი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×