რეზონანსი
08.06.2017

 (რეზონანსი) გარემოს დაცვის ინსპექციამ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინა. ავტომანქანები დალუქეს და შესაბამისი საჯარიმო აქტები შეადგინეს.

ადიგენში, სოფელ ჭეჭლასა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისიში, წიწვოვანი ჯიშის ხეები ავტომანქანით უკანონოდ გადაჰქონდათ. ცხრაწყაროს უღელტეხილზე კი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისას, მძღოლს დაჩეხილ-დაპობილი საშეშე მერქანი გადაჰქონდა.

გარემოს დაცვის ინსპექციამ შიდა ქართლში, გორის სოფელ რიეთში, მოქალაქე 0,7 კუბური მეტრი რცხილასა და 0,6 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას გააჩერა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×