რეზონანსი
08.06.2017

 (რეზონანსი) საატესტატო გამოცდების მინიმალური ზღვარის აწევაზე და განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ეკა ხოფერიას თოქ-შოუს" ეთერში ისაუბრა.

„გამოცდაზე ბარიერის აწევით ბევრი არ ჩაიჭრება, უბრალოდ არ გავლენ, რადგან აზრი არ აქვს. მსოფლიო ჩემპიონატზე სირბილში ყველა ვერ გავა, რადგან იქ მიდის ის, ვინც ჯერ სკოლაში მოიგო, შემდეგ ქალაქში, შემდეგ უბანში" , - განაცხადა ჯეჯელავამ.

როგორც მინისტრმა ისაუბრა, გამოცდაზე ყველა მოსწავლის გასვლა სავალდებულო არ არის. შესაძლოა მათი ინტერესი პროფესიული განათლება იყოს და ამ სფეროში მეტ წარმატებას მიაღწიონ.

„კლასიდან 5-ზე მეტმა ბავშვმა უნდა აირჩიოს პროფესიული განათლება. ეს ხალხი საერთოდ არ უნდა გავიდეს გამოცდაზე, მათი ტალანტი არის არააკადემიურ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დასაქმება ამ სფეროში უფრო მაღალი გვაქვს. ვისაც სწავლა არ უნდა, იმის სწავლა და ე.წ თავში ჩადება შეუძლებელია" , - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×