რეზონანსი
08.06.2017

 (რეზონანსი) რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადასახადის მესამედის შეტანაზე უარი თქვა. სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინიმ განაცხადა, რომ რუსეთი 2018 წლის ბიუჯეტში 11 მილიონ ევროს აღარ შეიტანს. ხელისუფლების გადაწყვეტილებას მხარი საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „rusplt.ru" ავრცელებს.

რუსეთი ორგანიზაციის ბიუჯეტში თანხის ერთ-ერთი მთავარი შემომტანია. ასევე მნიშვნელოვან თანხას იხდის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და თურქეთი. ევროსაბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსკოვს ოფიციალური შეტყობინება ორგანიზაციისთვის ჯერ არ გაუგზავნია.

2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას სანქციები დაუწესა და სესიებზე ხმის უფლება ჩამოართვა.

2012 წლის 2 ოქტომბერს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ქმედებების მონიტორინგის შესახებ რეზოლუცია მიიღო. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთში ფორმალურად შენარჩუნებულია სიკვდილით დასჯა, არ არის გამოძიებული რუსეთის ქმედებები ჩრდილოეთ კავკასიაში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×