(რეზონანსი)ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ" ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც რამდენიმე ქვეყანას ახალი ტერაქტებით ემუქრება. „ISIS"-ის განცხადების შესახებ ინფორმაციას, ბელგიური გამოცემა „DH.be" ავრცელებს.
ე.წ ისლამური სახელმწიფოს გზავნილი გაუმართავი ინგლისურითაა დაწერილი. თუმცა, გასაგებია, რომ ჯიჰადისტები მუსლიმებს აფრთხილებენ, თავი შეიკავონ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებისგან, მოედნებისა და ბაზრებისგან, რადგან მათი თქმით, „ხალიფატის სამხედროები ააფეთქებენ ყველაფერს და ყელს გამოჭრიან მტერს".
მუქარის წერილით ტერორისტები მიმართავენ მუსლიმებს, რომლებიც ცხოვრობენ ბელგიაში, აშშ-ში, რუსეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიასა და იტალიაში.
ბელგიის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტის, პიტერ ვან ოსტაიენის თქმით, ამ განცხადებას შესაძლოა სავსებით რეალური საფუძველი ჰქონდეს.