რეზონანსი
08.06.2017

 (რეზონანსი) რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარედ, ტბაში 9 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „inforustavi" ავრცელებს.

როგორც დაღუპულის ძმა ყვება, მეგობრები ტბაში საცურაოდ ჩავიდნენ, მისი ძმა კი ღრმა წყალში შევიდა. ბიჭის დასახმარებლად, ტბაში ერთ-ერთი თვითმხილველი გადახტა, თუმცა უშედეგოდ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟი. ამ დროისთვის ტბაში ცხედრის ძებნის პროცესი მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×