რეზონანსი
09.06.2017

 (რეზონანსი) „გირჩი" რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების" მასშტაბების გაზრდისა და მღვდელმსახურების ჩასატარებლად, გასაბერი ეკლესიების შეძენას აპირებს,რომელიც 3 ათასი დოლარი ღირს. როგორც პარტიაში აცხადებენ, გასაბერ ეკლესიებს შემოწირულობებით შეიძენენ.

„ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმისთვის,რომ ჩვენს ფუნქციონირებას არ შეექმნას საფრთხე, ბოლო ორ თვეში გვყავს 500-მდე მღვდელმსახური. არ გვაქვს არც ეკლესია, არც ოფისი, არც რამე ფართი,რომ ადამიანებს შევხვდეთ. გასაბერი ეკლესია მობილურია და შეგვიძლია რეგიონებში წავიღოთ, თან ვატაროთ" , - განაცხადა „გირჩის" წევრმა, ნიკა ობოლაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

„ბიბლიური თავისუფლება" სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ შეიქმნა. რელიგიური ორგანიზაციის დამფუძნებლები ახალგაზრდებს მღვდელმსახურის სტატუსს ანიჭებენ და ამით ჯარისგან იცავენ.

„მეორე მხარეს დევს კანონპროექტი,რომლის მიხედვითაც ადამიანები, ვინც თავს აარიდებენ ჯარში წასვლას, დაისჯებიან 3 წლამდე პატიმრობით. ეს მაშინ,როდესაც კანონპროექტის ინიციატორის შვილი არ არის ნამყოფი ჯარში და მას აქვს მაღალი ხელფასი შინაგან საქმეთა სამინისტროში. 150 პარლამენტარიდან არც ერთის შვილს არ აქვს ჯარი მოხდილი" , - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×