რეზონანსი
09.06.2017

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ახალ დირექტორად კობა ნაყოფიას კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. თუმცა, ამას თავად დეპუტატი არ ადასტურებს.

პარლამენტის წევრის თქმით, მასთან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და შეთავაზების შემთხვევაშიც, აღნიშნულ პოზიციაზე წასვლას არ აპირებს.

„ეს არის სისულელე - საიდან? რატომ? როგორ? მე ვარ პარლამენტში, რა მინდა იქ. ეს არ არის ჩემი სფერო. ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის" , - განაცხადა ნაყოფიამ.

ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა გუშინ დატოვა. გადაწყვეტილების საფუძველი ჯერჯერობით უცნობია. არხის თანამშრომლები დღეს დამფუძნებლებთან შეხვედრას გამართავენ და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×