რეზონანსი
09.06.2017

 (რეზონანსი) მოსკოვში „დიდი ოცეულის" სამიტის პერიოდში, პუტინისა და სხვა სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრის დაგეგმვას ისევ უარყოფენ. ამის შესახებ სააგენტო „РИА Новости" იუწყება. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, პესკოვმა განაცხადა, გამონაკლისი საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი იქნება.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა შეხვედრა შეთანხმებული რომელიმე სახელმწიფოს ლიდერთან, პესკოვმა უპასუხა: „არავითარი შეთანხმებები, ჯერჯერობით მაკრონის გარდა არავისთან გვისაუბრია".

„დიდი ოცეულის" სამიტი 7-8 ივლისს, ჰამბურგში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×