რეზონანსი
09.06.2017

 (რეზონანსი) ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორებმა უმრავლესობა დაკარგეს. არჩევნების წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა „კონსერვატორების" პარტიამ მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა ლეიბორისტული პარტია, რომელმაც 42% მოაგროვა და პარლამენტში 30 ადგილით მეტს დაიკავებს.

შედეგების გათვალისწინებით, ლეიბორისტთა ლიდერმა, ჯერემი კორბინმა ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდა. თუმცა, მოქმედი პრემიერი პოსტის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ „BBC"-ის პოლიტიკური მიმომხილველი, ლორა კიუნსბერგი წერს.ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მეიმ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანას დღეს სტაბილურობა ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველ „კონსერვატიულ პარტიას" 650 ადგილიდან 315 ადგილი ექნება, „ლეიბორისტებს" - 261, შოტლანდიელ „ნაციონალისტებს" - 35, „ლიბერალ-დემოკრატებს" კი - 12. კონსერვატორებს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობისთვის 326 ადგილი სჭირდებათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×