რეზონანსი
09.06.2017

 (რეზონანსი) აუდიტის სამსახური სპეციალურად მომზადებული დასკვნის შედეგებს აქვეყნებს,რომლითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებისთვის გაცემული თანხა ყოველწლიურად იზრდება. გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ ამის შესახებ „კურიერთან" ისაუბრა.

მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც უნდა დარეგულირებულიყო პრემიების გაცემის წესი. ლაშა თორდია ამბობს, რომ კონკრეტულ სამინისტროებში პრემია-დანამატები სწორედ ამ წესის დარღვევით გაიცემა. აუდიტორი ასეთ უწყებებად შსს-ს, ჯანდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების და ფინანსთა სამინისტროებს ასახელებს.

„ცალკეულ სამინისტროში არის გადაცდომები პრემიის გაცემასთან დაკავშირებით, არის მინისტრების თანხმობით გაცემული პრემიები, აღნიშნულთან დაკავშირებითაც ყურადღებით იყვნენ სამინისტროები, ვინაიდან დებულება ადგენს რიგითობას, რაოდენობას, პრემიების გაცემის წესს" , - განაცხადა ლაშა თორდიამ.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პრემიების და დანამატების გაცემის შესახებ აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია ყოველწლიურად გაიცემა.

„დანამატი უნდა გაიცემოდეს საჯარო მოხელეებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში მაშინ, როდესაც ისინი ასრულებენ ზეგანაკვეთურ საქმიანობას, სადღესასწაულო დღეებში მუშაობენ და ასე შემდეგ" , - აცხადებს თორდია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×