რეზონანსი
09.06.2017

 (რეზონანსი) პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება. ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისიამ წინასწარ დასკვნაში ის მარტივი ჭეშმარიტება აღნიშნა, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია ის კონსტიტუციაა, რომელიც ხალხის ნებას ადეკვატურად ასახავს.

„ეს წინასწარი დასკვნაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ კომისიამ ის ყველაფერი თქვა, რაც საქართველოს მოქალაქეებმა აქამდე კარგად ვიცოდით, რომლებიც დემოკრატიისთვის ძალიან დიდი ხანი ვიბრძოლეთ.

კონსტიტუცია დემოკრატიული მაშინ იქნება, როცა საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს შესაბამისად ასახავს" , - განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უარყოფს გავრცელებულ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ჩვენ სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს, რაც, რა თქმა უნდა, კომენტარს არ იმსახურებს. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კომუნიკაცია კომისიასთან და ბუნებრივია, ასეც გავაგრძელებთ. რა ფორმა ექნება ამას, დრო და საქმე გვიჩვენებს" , - განაცხადა დოლიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×