(რეზონანსი) საქართველოში ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების ფონზე, სეისმოლოგთა ნაწილი დედაქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. სეისმური საშიშროებისა და რისკების სექტორის ხელმძღვანელმა მოსალოდნელი სტიქიის შესახებ, ტელეკომპანია „იბერიასთან" ისაუბრა.
„თუ განვითარდება ის მიწისძვრა,რომელსაც ჩვენ თბილისში ველოდებით, იქნება 6-6,5-ბალი სიმძლავრის ბიძგები და მოჰყვება ათასობით მსხვერპლი.გამოვლენილი გვაქვს მოწყვლადი უბნები და იქ უვარგისი მშენებლობები უნდა მოიხსნას" , -განაცხადა ნინო წერეთელმა.
მეცნიერების თქმით, წლებია თბილისში სეისმური საშიშროების რუკა არ შედგენილა, რომელიც დედაქალაქის სეისმურად სახიფათო ტერიტორიებს აღწერს.
გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები კი აცხადებენ,რომ ბოლო პერიოდში თბილისში კორპუსები ისე შენდება,რომ არ ჩანს რამდენბალიანი მიწისძვრის გაძლება შეუძლით შენობებს.