რეზონანსი
09.06.2017

 (რეზონანსი) გორის ციხეზე თავდაცვის სამინისტროს წვევამდელებმა საბრძოლო ფიცი დადეს. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ზონაში, მძიმე ტექნიკა მიიყვანეს. სამხედროებმა ტერიტორია სატვირთო მანქანებით დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას შიდა ქართლის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვისაა გათვალისწინებული. ქვაფენილები და ბილიკები, სპეციალურად, სამხედრო მანქანებისთვის გახსნეს.

მედიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანების შესვლაც კი აკრძალულია. საპატრულო პოლიცია ასეთი შემთხვევების დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×