(რეზონანსი)52 წლის ჯეკ მა, უმხსვილესი ჩინური ინტერნეტ-კომერციული პლატფორმის, „Alibaba"-ს დამფუძნებელი, ერთ დღეში 2,8 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. ამის მიზეზად „Alibaba Group Holding"-ის გაყიდვების ზრდის პოზიტიური პროგნოზი დასახელდა.
ჩინეთის უდიდესი ელექტრონული კომერციის ვებგვერდმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე შემოსავალი 45%-ის ნაცვლად, 49%-ით მოიმატებს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის ფასმა 13%-ით მოიმატა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ბლუმბერგის მილიარდერების რეიტინგით, ჯეკ მა უმდიდრესი ადამიანია აზიაში, ხოლო მსოფლიოში მე-14 ადგილს იკავებს. მისი ქონება მიმდინარე წელს 8,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 41,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.