რეზონანსი
10.06.2017

 (რეზონანსი) დმანისის რაიონში გუშინ ძლიერი სეტყვა იყო. ადგილობრივი მცხოვრებლის თქმით, სეტყვა გვიან ღამით იყო და ის დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა.

ადგილობრივის განცხადებით, ძლიერმა სეტყვამ სასოფლო სამეურნეო მიწები და ხეხილის ბაღები დააზიანა, რის შედეგადაც არაერთი ოჯახი დაზარალდა.

სტიქიამ რაიონული ცენტი და 5 სოფელი დააზარალა. სოფლებში მოსავლის 70% განადგურებულია.შესაბამისმა ტექნიკამ სოფლებთან მისასვლელი გზები გაწმინდა, თუმცა, სოფლების შიდა გზებზე პრობლემებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×