რეზონანსი
10.06.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს ფოტომასალას, რომელზეც ბალტიის ზღვასთან სამხედრო წვრთნებისას, რუსული მოიერიშე ამერიკული ბომბდამშენების გვერდით ჩანს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Апостроф"-იც ავრცელებს.

„სამხედრო წვრთნებისას, რუსული „Су-27", „Фланкер"-ი, ჩვენი ბომბდამშენების გვერდით გამოჩნდა და მათ გადაუსწრო, ეს ფაქტი უსაფრთხოდ არის მიჩნეული" , -წერს თავდაცვის დეპარტამენტი „twitter"-ის გვერდზე.

ფოტოზე ნათლად ჩანს, როგორ არღვევს რუსული თვითმფრინავი ამერიკული ბომბდამშენების რიგს და „B-1 Lancer"-სა და „B-52"-ს შორის გადის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×