(რეზონანსი) დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან დაზღვეული მხოლოდ 4,3%-ია. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის" მონაცემებით, საქართველოში ადამიანები ავტოდაზღვევით ნაკლებად სარგებლობენ. ინფორმაციას სააგენტო „Commersant"-ი ავრცელებს.სადაზღვევო კომპანიებში განმარტავენ, რომ დაზღვევის კულტურის არარსებობის გამო, ავტოდაზღვევაზე დაინტერესება საკმაოდ დაბალია.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ავტოპარკის 80 პროცენტი სადაზღვევო კომპანიებისთვის მომხიბვლელი არ არის. როგორც მესხიშვილი განმარტავს, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც განაახლებს საავტომობილო პარკს.
მისი ინფორმაციით, დღეს ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია დაახლოებით მილიონ ნახევარი ავტომანქანა, საიდანაც 450 000 ავტომობილი, 20 წელზე მეტი ასაკისაა, 450 000 ათასი კი, 10 წელზე მეტი. მესხიშვილის განცხადებით, 0-3 წლამდე ავტომობილების რიცხვი ქვეყანაში მხოლოდ 70 000-ია.