რეზონანსი
10.06.2017

 (რეზონანსი) „ლილო მოლი" „amazon"-ის ანალოგი საცალო ვაჭრობის დაწყებას ნოემბრიდან აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა „საქმის კურსს" მიაწოდა. მათი ინფორმაციით, დაახლოებით, ზაფხულის ბოლოსთვის სისტემა საბითუმო ვაჭრობისთვის ამუშავდება.

იგეგმება, რომ ინტერენტის მეშვეობით გაიყიდოს ყველანაირი პროდუქცია, რომელიც დღეს ლილოს ბაზრობაზეა განთავსებული, დაწყებული ტანსაცმლითა და ფეხსაცმელებით, დასრულებული სამშენებლო მასალებით.

მოვაჭრეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია ინტერნეტში განათავსონ, მომხმარებელმა კი ის „ონლაინ" შეიძინოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×