რეზონანსი
11.06.2017

 (რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გუშინდელიდან დღემდე, უამინდობის გამო რეგიონებიდან 437, თბილისიდან კი 401 შეტყობინება შევიდა.

სააგენტოს განცხადებით, მაშველებმა ყველა შეტყობინებაზე რეაგირება დროულად მოახდინეს.

„მაშველებს ძირითადად წყლის ამოტუმბვის სამუშაოების ჩატარება მოუწოთ. რეგიონებში დაიტბორა ეზოები და სარდაფები. თბილისში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვის ფაქტებიც დაფიქსირდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია სააგენტოში არ შემოსულა. ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ " , - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×