რეზონანსი
11.06.2017

 (რეზონანსი) „BBC"-ის ცნობით, ავიაკომპანია „Easyjet Airbus 319"-ის თვითმფრინავმა, რომელიც სლოვენიიდან დიდი ბრიტანეთში ასრულებდა რეისს, გერმანიის ქალაქ კოილნში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც მფრინავებს საეჭვო საუბრის შესახებ აცნობეს. მგზავრებმა მფრინავს შეატყობინეს, რომ ლაინერის სალონში რამდენიმე ადამიანი ტერაქტის შესახებ საუბრობდა. ამის შემდეგ პილოტებმა თვითმფრინავის დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს.

კიოლნის აეროპორტში 151 მგაზვრის ევაკუაცია მოხდა და 3 ეჭვმიტანილი დააკავეს. გამნაღმველებმა კი თვითმფრინავის ბორტზე ნაპოვნი ზურგჩანთა ააფეთქეს, რომელიც ერთ-ერთ ეჭვმიტანილს ეკუთვნოდა.

ევროპულ ქვეყნებში ტერაქტების სერიის შემდეგ პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. 2 ივნისს ქალაქ ნიურბერგში ტერაქტის საფრთხის გამო როკ-ფესტივალი ჩაიშალა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×