ირაკლი კობახიძის თქმით, არც ერთი ისეთი ნორმა არ დამტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელსაც ვენეციის კომისია უარყოფითად შეფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს რიგით მე-18 ეროვნულ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძემ ისაუბრა ახალ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეც:
„სისტემას ახასიათებს სამი ელემენტი - 5%-იანი ბარიერი, რომლის მიზანია, განსაზღვრული დოზით სტაბილურობის უზრუნველყოფა. ბლოკების გაუქმებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაიწყოს პარტიული სისტემის განვითარების პროცესი. მესამე ელემენტი არის ე.წ. ბონუსის ელემენტი, რომლის თანახმად, გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად გადადის გამარჯვებულ პარტიაზე. საუბარია ხუთპროცენტიან დანამატზე, რომელიც ეძლევა გამარჯვებულ პარტიას იმისთვის, რომ მეტი სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი სისტემაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.