რეზონანსი
11.06.2017

 (რეზონანსი) ვინმეს გჯერათ რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და „აზრების" გამოთქმის გამო დაიჭირეს? - ამ განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებას და მხარდამჭერ აქციებს ეხმაურება.

ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და „აზრების" გამოთქმის გამო დაიჭირეს? თუ გჯერათ რომ წვიმა და ავდარში სპონტანურად გამოდის უცებ მოსახლეობა თბილისში და ... ბათუმში და ასეთ ორგანიზებულ სახე ეძლევა ამ ყველაფერს?

ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს? ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა... რომ პოლიციაში და სხვაგან ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ ეს ვიცით, რომ ძალოვან სტრუქტურებში ზოგი კიდევ მიჰყვება სხვა გეგმებს და ინსტრუქციებს ესეც უცნობი არაა. ამას უნდა მართლაც გამოძიება, ფაქტების დადება და ამ საბოტაჟურ ქმედებების ერთხელ და სამუდამოდ ამოფრქვევა... ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებლად ამ აჟიოტაჟისა მიღებული იქნას ჩვენ ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება. ამ ახალ აგორებულ „სკანდალზე" არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა : არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა

აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არც ახალგაზრდების თავისუფალი შემოქმედება ?! არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია! " - წერს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×