რეზონანსი
11.06.2017

 (რეზონანსი) „The guardian"-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ მან ბრიტანეთის პრემიერს ტერეზა მეის სატელეფონო საუბარში უთხრა. მიზეზად ტრამპმა მის მიმართ ბრიტანული საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება დაასახელა.

„ტრამპმა მეის უთხრა, რომ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა მანამდე არ უნდა, სანამ ბრიტანეთის საზოგადოება ამ ვიზიტის მომხრე არ იქნება. ეს სატელეფონო საუბარი რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის მრჩევლისგან გახდა ცნობილი, რომელიც საუბარს ესწრებოდა. როგორც წყარომ განაცხადა, ტრამპის გადაწყვეტილებამ ტერეზა მეი გააკვირვა.

დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ოქტომბრის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი. ტერეზა მეიმ ტრამპი მისი ინაუგურაციიდან 7 დღის შემდეგ მიიწვია. ამან ბრიტანეთის საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტის გამო ბრიტანეთში საპროტესტო აქციები გაიმართა. ამ ვიზიტის გაუქმების მოთხოვნით პეტიციაც შედგა, რომელსაც მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×