რეზონანსი
11.06.2017

 (რეზონანსი) „დეილი ნიუსის" ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 18 პირი დააკავეს.

ანტიტერორისტული ოპერაცია სტამბოლის 11 უბანში, 19 სხვადასხვა მისამართზე განხორციელდა, რომლის დროსაც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები და დოკუმენტები ამოიღო.

ამჟამად დაკავებულები დასაკითხად პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქილისის პროვინციაში მესაზღვრეებმა 5 პირი დააკავეს, რომლებიც სირიიდან ქვეყნის საზღვრების გადაკვეთას ცდილობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×