რეზონანსი
11.06.2017

 (რეზონანსი) ბრიტანეთის პრემიერმინისტრის კანცელარიის ცნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გადადო, სიცრუეა. 

დონალდ ტრამპის მიერ დიდ ბრიტანეთში ვიზიტის გადადების შესახებ დღეს „The Guardian" წერდა.

„ტრამპმა მეის უთხრა, რომ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა მანამდე არ უნდა, სანამ ბრიტანეთის საზოგადოება ამ ვიზიტის მომხრე არ იქნება. აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ლონდონში ჩასვლა არ უნდა, თუკი მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართება. ეს სატელეფონო საუბარი რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის მრჩევლისგან გახდა ცნობილი, რომელიც საუბარს ესწრებოდა. როგორც წყარომ განაცხადა, ტრამპის გადაწყვეტილებამ ტერეზა მეი გააკვირვა" , - დაწერა გამოცემამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×