რეზონანსი
11.06.2017

 (რეზონანსი) „სოსო ოსორაული დიდი ალბათობით დაღუპულია,"- ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ განუცხადა. ის ამბობს, რომ სწორედ ეს ინფორმაცია მიაწოდა და საქმის კურსში ჩააყენა ოჯახიც. თუმცა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ წყაროები მხოლოდ ზეპირსიტყვიერად ადასტურებენ მფრინავის დაღუპვას, ფაქტობრივი დამადასტურებელი მასალა კი არ არსებობს.

„სოსო ოსორაულის კვალი 13 მაისს იკარგება, თუმცა ოჯახის წევრებს დადასტურებულად ვერ ეუბნებიან გარდაცვლილია თუ ცოცხალია მფრინავი" , - ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ ოჯახის ახლობლებმა განაცხადეს. მათი თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე ვიდეოფირი და წერილი აჩვენეს, რომელიც სოსო ოსორაულის დაწერილია.

შეხვედრას პარლამენტის წევრი გელა სამხარაულიც ესწრებოდა, მისი ინფორმაციით , აქვთ ცნობა შეტაკებეbის და მსხვერპლის შესახებ, თუმცა დადასტურებულად თქმა გარდაცვლილია თუ არა მფრინავი, ჯერ შეუძლებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×