რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

„დადგინდა, რომ 2017 წლის 11 ივნისს, ბრალდებულმა, მისი ავტომანქანაში, სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 35 461 ლარის საბაჟო ღირებულების 619,19 გრამი ოქროსაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×