რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ახალი ხელმძღვანელის ლევან გამყრელიძის მისვლის შემდეგ რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა.

თანამდებობა დატოვა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის ორივე მოადგილემ. არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა მთავარი სამმართველოს უფროსმა ზურაბ სიჭინავამაც.

რამდენიმე დღის წინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსად ლევან გამყრელიძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომელმაც მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×