რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) წალენჯიხის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივები სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ გამაფრთხილებელი აქცია წალენჯიხაში ერთი კვირის წინაც გამართეს. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ამ აქციას შედეგი არ მოჰყოლია, სწორედ ამიტომ პროტესტის უფრო მძიმე ფორმას მიმართეს.

„საჩინოს არც ერთი საბავშვო ბაღი და სკოლა არ ფუნქციონირებს. პროტესტის ეს ფორმა კონკრეტული შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება. ჩვენ გუბერნატორთან შეხვედრას ვითხოვთ. თუკი კვლავ არ გაგვცემენ პასუხს, თბილისში გადავინაცვლებთ" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პოლიციამ გზის გადაკეტვის გამო აქციის ერთ-ერთი მონაწილე წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა. თუმცა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს დაკავებულის სამმართველოში გადაყვანის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა. საბოლოოდ, პოლიციამ დაკავებული გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×