რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების ამნისტიის კანონპროექტს „რესპუბლიკური პარტია" პარლამენტს წარუდგენს.

თამარ კორძაიას თქმით, არ არის ცნობილი, რამდენად სამართლიანი იყო კანონმდებლობა, სავარაუდოა ნარკოტიკების ჩადების ზეწოლის იარაღად გამოყენებაც.

„სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების სიმკაცრე ცხადყოფს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ომს ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გადაიზარდა ადამიანის უფლებების სრულ უგულვებელყოფაში და ადამიანების წინააღმდეგ ომში", - განაცხადა კორძაიამ.

პროექტი თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება გასაღებისთვის მსჯავრდებული პირი. მას პატიმრობის ვადა ერთი მესამედით უმცირდება.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ და რეფორმის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×