რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) ბაქოსთან, ადგილობრივი დროით დილის 07:00 სააათზე, ტალახის ვულკანი კეირიაკი ამოიფრქვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მოვლენას ადგილზე აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლები სწავლობენ და მის მონიტორინგს ახორციელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამოფრქვევა 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამოფრქვეული მასა 3,5 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა.

კეირიაკი ბაქოდან 12 კილომეტრშია. მის სიახლოვეს ტალახის რამდენიმე მოქმედი ვულკანი მდებარეობს.

ვულკანი კეირიაკი ბოლოს 3 წლის წინ ამოიფრქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×