(რეზონანსი) „ენ ბი სის" ცნობით, ყატარის ხელისუფლებამ იურიდიულ ფირმას, რომელიც აშშ-ის ყოფილ გენერალურ პროკურორს ჯონ ეშკროფტს ეკუთვნის, 2,5 მილიონი დოლარი გადაუხადა. ეშკროფტი, გენპროკურორის თანამდებობას უმცროსი ჯორჯ ბუშის დროს იკავებდა.
ამერიკელმა იურისტებმა უნდა შეაფასონ და დააფიქსირონ გადაწყვეტილებები, რომელსაც ყატარის ხელისუფლება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში განახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეშკროფტი პირადად იქნება ჩართული ამ საქმეში.
ყატარის კრიზისი 5 ივნისს დაიწყო, როდესაც 6-მა არაბულმა ქვეყანამ (საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იემენი, ლიბია), მალდივის, მავრიკისა და მავრიტანიის რესპუბლიკამ, ტერორიზმის დაფინანსებისა და რეგიონში დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით, ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.