რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტის", ანატოლი ბიბილოვის დავალებით, ახალგორში შეიქმნება კომისია, რომელიც მიტოვებული სახლების იდენტიფიცირებას მოახდენს. საუბარია საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოს მიერ აშენებულ კორპუსებზე.

„ყველა მფლობელს, არ აქვს მნიშვნელობა, ახლა სად ცხოვრობენ, თბილისში, გორში, ცხინვალში თუ ვლადიკავკაზში, შეტყობინება გაუგზავნეთ. პასუხს თუ არ მიიღებთ, გადაწყვეტილება სასამართლოს გზით მიიღეთ. სარჩელს ახალგორის ადმინისტრაცია დაწერს. ეს სახლები სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს და დაურიგდეს მათ, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. აქედან წასულ ადამიანებს წლობით ვერ დაველოდებით, როდის დაგიბრუნდებიან. მარტივად გადასაწყვეტი საკითხია, საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი", - განაცხადა ბიბილოვმა.

ახალგორის ე. წ. ადმინისტრაცია მოწვეული სპეციალისტებისთვის საცხოვრებელ ფართებს ითხოვს.

ე. წ. პრეზიდენტის მეორე დავალება მოსახლეობის სავალდებულო ე. წ. პასპორტიზაციაა. ანატოლი ბიბილოვის განმარტებით, რეგიონში მუდმივად მცხოვრებს ეს ე. წ. დოკუმენტი უნდა ჰქონდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×