რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლებმა შემცირებები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სასახლის დირექტორმა ისინი უკანონოდ გაათავისუფლა.

მასწავლებლები სასახლის დირექტორს თინათინ რუხაძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ სასახლის მენეჯმენტი მშობელთა პოზიციით არ ინტერესდება.

მოსაწავლე-ახალგაზრდობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ პედაგოგებს დაგეგმილი შეფასება/გასაუბრების პროცესის შესახებ რამდენიმე თვით ადრე ჰქონდათ ინფორმაცია. პროცესი აპრილის თვიდან დაიწყო და ივნისამდე გაგრძელდა.

8 ივნისს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან 24 თანამშრომელი გასაუბრების შემდეგ გაათავისუფლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×