რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, გეორგიევსკის ბაფთის უკრაინის ტერიტორიაზე დამზადებისა და პროპაგნადის აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „უკრაინის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", რომელიც შეეხება გეორგიევსკის ბაფთის უკრაინის ტერიტორიაზე დამზადებისა და პროპაგნადის აკრძალვის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.

კანონის დარღვევისთვის, ჯარიმები 850-დან 2250 ათას გრივნამდე (32-97 დოლარი) იქნება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება ან 15 საათი თავისუფლების აღკვეთა დაენიშნება.

გეორგიევსკის ბაფთის გამოყენება, დემონსტრაცია, ტარება, ასევე მისი დარიგება/გავრცელება მასობრივ ღონისძიებებზე უკრაინაში პროპაგანდად მიიჩნევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×