რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში უახლოეს დღეებში მოხდება.

ჩუგოშვილის განმარტებით, კანონპროექტი მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს. მისი თქმით, გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

„კონკრეტულმა საქმემ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი საპროტესტო აქცია იყო პარლამენტის წინ. ბუნებრივია, რომ ამას მოჰყვა პოლიტიკოსების გამოხმაურება, მათ შორის პრემიერის და ვიცეპრემიერის. ამ საქმემ გააჩინა სერიოზული კითხვის ნიშნები და ეს ის შემთხვევაა, როცა გვჭირდება დამაჯერებელი პასუხი თუ რა მოხდა. მე, როგორც პარლამენტის ერთი წევრი, ამ ინფორმაციას ველოდები", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×