რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) ხობის მუნიციპალიტეტის ცნობით, უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ხობმა ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა, დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას.

ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მდინარე ხობი კალაპოტიდან გადავიდა და საჯიჯაოს-ბიის მონაკვეთზე სატვირთო მანქანა სავალი გზიდან გადაიტანა. სამაშველო სამსახურმა ოპერატიულად შეძლო მძღოლის გადარჩენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×