რეზონანსი
12.06.2017

 (რეზონანსი) თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობაში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრებს ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო „ТАСС" ანკარას პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.

უწყების ცნობით, ელჩის მკვლელს მევლუდ მერტ ალტინტაშს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიულენის ორგანიზაციის წევრებთან. გამოძიების ინფორმაციით, ალტინტაში კვიპროსსი შეხვდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს, სადაც მიიღო ინსტრუქცია, როგორ მოეკლა ელჩი.

გასული წლის 19 დეკემბერს რუსეთის ელჩს ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დაესხნენ თავს. მას სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან 22 წლის სირიელმა მევლუთ ალტინტაშმა ესროლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×