რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია. ის პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის, „NBA"-ის გამარჯვებული გახდა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა, „გოლდენ სტეიტმა", ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში „კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა. „გოლდენ სტეიტი" აქამდე ჩემპიონი 1947,1956, 1975 და 2015 წლებში გახდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მატჩში ცხრა წუთი ითამაშა. ფაჩულიამ ამ დროში ქულა ვერ მოიპოვა, თუმცა მან მეტოქის ფარზე სამი მოხსნა გააკეთა და ერთი გადაცემაც მიითვალა.

33 წლის ფაჩულია „NBA"-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე „ორლანდოში", „მილუოკიში", „ატლანტასა" და „დალასში" თამაშობდა. ფაჩულია ვარსკვლავურ „გოლდენ სტეიტში" შარშან ზაფხულში გადავიდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×