(რეზონანსი) თბილისსა და რეგიონებში სეისმური მონიტორინგის სისტემა და 67 სეისმური სადგური დამონტაჟდა. ამის შესახებ ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ და გეომორფოლოგმა, ლაშა სუხიშვილმა „რუსთავი 2"-ის დილის ეთერში ისაუბრეს. მათ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის და 2017 წლის 10 ივნისის უხვნალექიანობის გამომწვევი მიზეზები შეადარეს.
„ორი წლის წინ რაც მოხდა, განპირობებული იყო თვენახევრიანი უხვნალექიანობით. იმ პერიოდში დაფიქსირდა 300 მმ-მდე ნალექი ვერეს ხეობაში. მაშინ სახმელეთო დაკვირვების სისტემა არ არსებობდა. წელს 10 ივნისის უხვნალექიანობა განსხვავებული იყო, ხეობაში მეწყერის ადგილას 4-ჯერ ნაკლები წვიმა მოვიდა, ვიდრე შარშანწინ" , - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.
სპეციალისტების თქმით, ის, რაც ახლა დამონტაჟდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეტეოპირობების წინასწარი შეტყობინებისთვის.
„საქართველოს უკვე აქვს 65 სეისმური სადგური და კიდევ 7-ს დავამატებთ პერსპექტივაში. ეს პროექტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერიდ სრულდება. ამ სისტემით მოხდება მონაცემის პირდაპირ რეჟიმში გადმოცემა, უფრო ზუსტად დავადგენთ მიწისძვრის ეპიცენტრს და სწრაფად შევძლებთ რეაგირებას. პროექტის მეორე ეტაპზე სამშენებლო ნორმების რეგულაციებს განვიხილავთ" , - აღნიშნა თეა გოდოლაძემ.