რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენი, ლევან მაყაშვილი ამ დრომდე იზოლატორში რჩება. ადვოკატ ლევან ნატალიშვილის განცხადებით, მისი გათავისუფლება ბიუროკრატიული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. დაცვის მხარის ინფორმაციით, მაყაშვილი იზოლატორს რამდენიმე საათში დატოვებს. სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ავთანდილ ხურციძეს კი სასამართლომ რამდენიმე დღის წინ, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„სასამართლოში უკვე გადაწყვეტილია, რომ უშვებენ ლევანს თავდებით, უბრალოდ გარკვეული დოკუმენტები მოითხოვეს. ბიუროკრატიული აპარატის გამო თავის დროზე არ მოხერხდა ერთი დეპარტამენტიდან მეორე დეპარტამენტში რეკომენდაციის გადაცემა" , - განაცხადა ნატალიშვილმა.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.

ადვოკატის ინფორმაციით, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე სპეცოპერაციის დროს შეცდომით დააკავეს და მათ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×