რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) პრეზიდენტი 13 ივნისის სტიქიიდან ორი წლისთავს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია,რომ ამ ტრაგედიიდან საჭირო გამოცდილება უნდა გამოვიტანოთ და ხელისუფლებისა თუ საზოგადოების ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი პროექტი თუ წამოწყება, ადამიანთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უზენაესობაზე უნდა დაფუძნდეს.

„13 ივნისი მუდამ გაგვახსენებს აუნაზღაურებელ ადამიანურ დანაკლისს, განადგურებულ ქალაქის ცენტრს.ტრაგედიის მომდევნო დღეებმა საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმოუდგენლად მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი, კატასტროფული შედეგების აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავი შრომისთვის მზადყოფნა გვიჩვენა. სამწუხაროდ, თანამოქალაქეთა დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ეს ვერაფრით შეამსუბუქებს" , - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×