რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს. გარდაცვლილები დილით მეზობლებმა ნახეს. ადგილზე მყოფები ვარაუდობენ, რომ დედა-შვილს ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სასტიკ მკვლელობაზე დამატებით ინფორმაციას შიდა ქართლის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო, „qartli.ge" ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, ნოდარ კოპაძე ამბობს, რომ მკვლელობა სასტიკი მეთოდებით არის ჩადენილი.

„ისინი უწესიერესი ადამიანები იყვნენ სოფელში. დედა დაახლოებით 62 წლისა იყო, გოგო - 30 წლამდე. სახლში მარტო იყვნენ" , - აცხადებს ნოდარ კოპაძე.

62 წლის ქალს მეუღლე არ ჰყავდა. ის ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, დაკარგულად ითვლება. სოფელი ტახტისძირი გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარებობს.

ქარელში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დღეს მოხდა, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×