რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა" - „TDI" და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" - „EMC" ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე სასამართლოს მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს.

სარჩელის ძირითადი მოთხოვნაა, რომ გაუქმდეს ბათუმის მერიის მიერ გაცემული უარყოფითი ცნობა,რომელიც მუსლიმებს მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის საშუალებას არ აძლევს.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მერიას 8 თებერვალს მიმართა, მერიამ უარის პასუხი ფონდს 5 მაისს წერილობით გაუგზავნა.

თვითმმართველმა ორგანომ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია. მერია მიიჩნევს, რომ განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობით უნდა გაგრძელდეს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×